როგორ შევიდე დაბლოკილ საიტებზე?

antiblock.ge

თუ შენმა ინტერნეტ პროვაიდერმა რომელიმე საიტი დაბლოკა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ საიტზე შესვლას ვერ შეძლებ. ასეთ საიტებზე შესასვლელად დაგჭირდება უფასო Public DNS.

რა არის Public DNS?

ეს არის დომენური სახელების სისტემა, რომლის მუშაობასაც უზრუნველყოფს არა რომელიმე ქართული ინტერნეტ პროვაიდერი, არამედ რომელიმე სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, მაგალითად Google. Public DNS-ის გამოყენების შემთხვევაში შენი ინტერნეტი უფრო მეტად სწრაფი და დაცული ხდება.

რატომ უნდა გამოვიყენო Public DNS?

Public DNS არის უფრო დაცული და სწრაფი. მისი გამოყენების შემთხვევაში თქვენ თავის უსაფრთხოდ გრძნობის მეტი საფუძველი გექნებათ და გარდა ამისა, აჩქარდება ინტერნეტ ბრაუზერის მოხმარების სიჩქარეც.

Public DNS-ის მოხმარება რეკომენდებულია ყველა მოწყობილობაზე, რომელიც ინტერნეტშია ჩართული – კომპიუტერზე, ტაბლეტზე, მობილურზე და სათამაშო კონსოლებზეც კი (Playstation, Xbox). დიახ, თუ თქვენ ონლაინში თამაშობთ, მაშინ Public DNS ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.

და ჩვენ შემთხვევაში რაც ყველაზე მთავარია – თუ თქვენმა ინტერნეტ პროვაიდერმა რომელიმე საიტი დაგიბლოკათ, Public DNS-ის გამოყენების შემთხვევაში ამ საიტზე მაინც უპრობლემოდ შეხვალთ.

როგორ ვისარგებლოთ Public DNS-ით?

არსებობს რამდენიმე Public DNS. ჩვენ გთავაზობთ მათგან გამორჩეული ორის დაყენების ინსტრუქციას. საუბარი გვაქვს ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა Google და Cloudflare. Public DNS შეგიძლია დააყენო როგორც მთლიან მოწყობილობაზე, ასევე მხოლოდ კონკრეტულ ბრაუზერზე.

Google Public DNS-ის დაყენება მთლიან მოწყობილობაზე
Public DNS-ის დაყენება ბრაუზერზე

[spoiler title="Google Chrome კომპიუტერზე"]

ვიდეო ინსტრუქცია

  1. გახსენით ბრაუზერი;
  2. შედით Settings > Privacy and security > Security, ან პირდაპირ ბმულზე chrome://settings/security;
  3. მოძებნეთ განყოფილება Advanced;
  4. ჩართეთ ფუნქცია Use Secure DNS;
  5. მონიშნული იქნება With your current service provider, თქვენ უნდა მონიშნოთ “With” და შემდეგ აირჩიოთ Google (Public DNS) ან Cloudflare (1.1.1.1);
  6. შედით ნებისმიერ დაბლოკილ საიტზე, მაგალითად Adjaranet.com, Livetv.ge, Imovies.cc.

Google Chrome სმარტფონზე

ვიდეო ინსტრუქცია

  1. გახსენით ბრაუზერი;
  2. შედით Settings > Privacy and security;
  3. მოძებნეთ და ჩართეთ ფუნქცია Use Secure DNS;
  4. მონიშნული იქნება Use your current service provider, თქვენ უნდა მონიშნოთ “Choose another provider” და შემდეგ აირჩიოთ Google (Public DNS) ან Cloudflare (1.1.1.1);
  5. შედით ნებისმიერ დაბლოკილ საიტზე, მაგალითად Adjaranet.com, Livetv.ge, Imovies.cc.